ზიდანი: “იმედია, ბეილი მალე დაგვტოვებს, ეს ყველასათვის კარგი იქნება”

22-07-2019, 19:55

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბაიერნთან" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ  გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა.

"ბეილმა იმიტომ არ ითამაშა, რომ ის გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. იმედია, მალე დაგვტოვებს, ეს ყველასათვის კარგი იქნება. მის ტრანსფერზე ვმუშაობთ".

"მასთან პირადი უთანხმოება არ მაქვს, თუმცა მე გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, ცვლილებები კი საჭიროა. გუნდის დატოვება როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. შეიძლება, 24 ან 48 საათში ყველაფერი გადაწყდეს, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება", – განაცხადა ზიდანმა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით