ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

22-07-2019, 20:06

დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 წრის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე გამოვლინდა.

ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი მალტურ "ვალეტასა" და უნგრულ "ფერენცვაროშს" შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

მალტელებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული "დუდელანჟი" გამოთიშეს ასპარეზობას, უნგრელებმა კი თავის მხრივ საკმაოდ ძლიერ "ლუდოგორეცს" სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალოსა" და "დინამოს" შორის პირველი შეხვედრა ხვალ, თბილისში, 21:30 საათზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით