ბარნეტი: "თუ ბეილი წავა, ეს მხოლოდ მისი სურვილით მოხდება"

22-07-2019, 20:15

გუშინ მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეთ ბეილი კლუბს ტოვებს და სწორედ ამის გამო არ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა.

აღნიშნულ განცხადებას უელსელი ფეხბურთელის აგენტი, ჯონათან ბარნეტი გამოეხმაურა.

"ბეილის წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის მოისურვებს ასე. ვერც "რეალი" და ვერც ზიდანი მას ამას ვერ აიძულებს."

"გარეთი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი ადგილი ტოპ კლუბშია." - აცხადებს ბარნეტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით