დე ლიხტი: "იტალიაში ფულისთვის არ მოვსულვარ"

22-07-2019, 20:16

ტურინული გრანდის ახალწვეული მატიას დე ლიხტი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ყოველდღე ცრუ ინფორმაციები მესმოდა. მაგალითად, თითქოს "მანჩესტერმა" ჩემს შეძენაზე იმიტომ თქვა უარი, რომ მამაჩემი ჭარბწონიანია და მომავალში მეც იგივე პრობლემა შემექმნებოდა".

"ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი არჩევანის თვალსაზრისით. ყველას თასისი აზრი აქვს, მაგრამ ზოგი ძალიან ზედაპირულად საუბრობს. მე არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები, მთავარია, რა არის უკეთესი ჩემთვის", - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი "იუვენტუსში" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მისი იტალიური დებიუტიც შედგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით