ჩხუბი დირექტორთან - ნეიმარის მომავალი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება

22-07-2019, 20:42

ფრანგული "პსჟს" რიგებში სიტუაცია დღითიდღე უფრო მეტად ირევა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ნეიმარ ჯუნიორმა და გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გასახდელში იჩხუბეს.

წყაროს ცნობით, 49 წლის სპეციალისტი გუნდის ბაზაზე მივიდა, ბრაზილიელ ვინგერს შენიშვნები მისცა და მეტი პატივისცემისკენ მოუწოდა. ამ ყველაფერმა კი მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟს" დატოვებასთან ახლოსაა. მისი შეძენით კი კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით