ანდრე სილვა "მონაკოში" გადასვლასთან ახლოსაა

22-07-2019, 20:47

"მილანის" პორტუგალიელი თავდამსხმელი, ანდრე სილვა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები "მონაკოსთან".

წყაროს ცნობით, ხვალ ანდრე სილვა საფრანგეთში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ კლუბს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფორვარდი უკანასკნელად იჯარის წესით ანდალუსიის "სევილიაში" გამოდიოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით