ოფიციალურად: ფეკირი "ბეტისის" ფეხბურთელია

22-07-2019, 20:52

ლიონის "ოლიმპიკის" აწ უკვე ყოფილი ლიდერი, ნაბილ ფეკირი კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს.

26 წლის ფორვარდი უკვე ესპანეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდება.

როგორც ცნობილია, ანდალუსიელები ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, გარდა ამისა, კონტრაქტში ბონუსებიც იქნება აღნიშნული, 10 მილიონი ევროს სახით.

შეგახსენებთ, რომ ფეკირის შეძენა მერსისაიდულ "ლივერპულსაც" სურდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად მან კარიერის გაგრძელება ლა ლიგაში გადაწყვიტა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით