კორეა "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა

22-07-2019, 21:13

"მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "როსონერის" რიგებს სულ მალე არგენტინელი შემტევი, ანხელ კორეა შეუერთდება.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და "ატლეტიკო" ტრანსფერის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს.

როგორც ცნობილია, მილანური კლუბი კორეას ტრანსფერს დღეს გააოფიციალურებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით