გრიზმანი და ნეიმარი ერთად, ფრანგი განცხადებას აკეთებს

23-07-2019, 03:01

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი, "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ თავდამსხმელზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ნეიმართან ერთად ჩვენი გუნდი შეუჩერებელი გახდება, მაგრამ სანამ წინასწარ უკვე სამომავლო ტაქტიკების განხილვას დავიწყებთ, უმჯობესი იქნება ჯერ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ."

"თუმცა მიუხედავად არსებული არაერთი სირთულისა, ვფიქრობ "ბარსელონამ" ასეთი დონის მოთამაშის ტრანსფერისთვის, აუცილებლად უნდა იბრძოლოს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 175 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით