განაჩენი გამოტანილია ! - რა ბედი ეწევა კრიშტიანუ რონალდუს "გაუპატიურების" საქმეზე ?

23-07-2019, 03:07

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ე.წ. "გაუპატიურების" საქმეზე პასუხისგებას გადაურჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მიუხედავად არსებული ჩვენებებისა, 34 წლის თავდამსხმელის მიერ ლას ვეგასში, ამერიკელ მასწავლებელ კეტრინ მაიორგაზე ძალის გამოყენება, ლოგიკას სცდება.

ცნობების მიხედვით, რონალდუ ყოველგვარ სასჯელს და მათ შორის, ფინანსურ კომპენსაციებსაც კი აცდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 2009 წელს დახურული პროცესი, გასული წლის სექტემბერში განახლდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით