უგო ლორისმა "ტოტენჰემის" პრე-სეზონის ტური ნაადრევად დატოვა !

23-07-2019, 03:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ფრანგმა გოლკიპერმა, უგო ლორისმა, გუნდის პრე-სეზონის ტური, ნაადრევად დატოვა.

გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს, გლანდების ანთება დაუდგინდა, რის გამოც მას სინგაპურიდან, ლონდონში დაბრუნება და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

ცნობების მიხედვით, ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ლორისი მის თანაგუნდელებს, 26 ივლისს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს ამხანაგური შეხვედრებისთვის, "ტოტენჰემის" აკადემიის მიერ აღზრდილი კარის დარაჯი, 20 წლის ალფი ვაითმენი ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით