"ტოტენჰემი" ჯოვანი ლო სელსოს კიდევ უფრო მიუახლოვდა !

23-07-2019, 03:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", ანდალუსიური "რეალ ბეტისის" არგენტინელი ნახევარმცველის, ჯოვანი ლო სელსოს ტრანსფერს, კიდევ უფრო მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდი მზადაა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, მისთვის სარეკორდო თანხა, კერძოდ კი 45 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ახლა ყველაფერი მხოლოდ ლო სელსოზეა დამოკიდბული, რომელმაც არჩევანი, პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგას ("დორტმუნდს") შორის უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ბეტისურმა კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ, "ოლიმპიკ ლიონიდან" 26 წლის შუახაზელის, ნაბილ ფეკირის ტრანსფერი გააოფიციალურაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით