ჩინური კლუბები გარეთ ბეილს ბონუსის სახით 20 მილიონს ჰპირდებიან !

23-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, მჯერად ჩინური კლუბების სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სუპერ ლიგის გუნდებმა 29 წლის შემტევს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ანაზღაურებასთან ერთად ბონუსის სახით, 20 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ცნობების მიხედვით, თუ ბეილი აზიაში გადაბარგდება, მაშინ ის ყოველწლიურად მინიმუმ 35 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით