"არსენალი" ვილფრედ ზაჰას არ ეშვება !

23-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდს სურს ახალგაზრდა თავდამსხმელი მონახოს, რომელიც ყველაზე მეტად, ლიდერის როლის შეთავსებას მოახერხებს.

ცნობების მიხედვით, "მეთოფეებისთვის" ამ აღწერილობის მოთამაშეთა სიაში საუკეთესო, "კრისტალ პალასის" კოტ-დ'ვუარელი შემტევი, ვილფრედ ზაჰაა, რომლის გადაბირებასაც ლონდონელები, ჯერ კიდევ ზამთრიდან სცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 80 მილიონ გირვანქას შეადგენს, რაც "არსენალის" ზაფხულის მთლიან ბიუჯეტსაც კი, მკვეთრად აღემატება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით