"გადამწყვეტი ფაქტორი "მილანის" მფლობელთა პრინციპულობა აღმოჩნდა"

23-07-2019, 15:37

"Sky Sports"-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "რეალის" ფეხბურთელის, დანი სებალიოსის "მილანში" ტრანსფერის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი "ელიოტის" პრინციპულმა ნაბიჯმა ითამაშა.

"მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" ევროთასების მიღმაა დარჩენილი, დანი სებალიოსი მზად არის იტალიურ კლუბს შეუერთდეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "რეალს" კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის ჩამატება არ სურს. თავის მხრივ, "ელიოტს", რომლის მფლობელობაშიც "მილანი" იმყოფება, არ სურს იმ ფეხბურთელთა განვითარებაში და მათი სატრანსფერო ფასის გაზრდაში წვლილი შეიტანოს, რომლებიც სხვა კლუბს ეკუთვნიან. ახლა ესპანელი ნახევარმცველი, იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე, ლონდონის "არსენალს" შეუერთდება", - განაცხადა რომანომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით