ბერნანდესკი: "სარი ალეგრი არ არის"

7-08-2019, 18:21

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნანდესკიმ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის შესაძლებლობებისა და მაურიციო სარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"სარი ალეგრისგან რადიკალურად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ყველასთვის ნათელია, რომ გუნდის სათამაშო ფილოსოფია, სტრატეგია და სტილი ამ ეტაპზე სრულიად განსხვავებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასულ წლებში არასწორად ვთამაშობდით.

ამჟამად მაურისიო ცდილობს, რომ ვინგერის პოზიციაზე მათამაშოს. ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო. იმედია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება", - განაცხადა ბერნანდესკიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით