"ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა მის გარშემო აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა და საკუთარი მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ახლა სრულიად ფოკუსირებული ვარ "ბაიერნსა" და წინასასეზონო მომზადებაზე. ვფიქრობ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი მომავალ სეზონში, - განაცხადა ავსტრიელმა ფეხბურთელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნს" ალაბას გაყიდვა სურდა, რათა იდეალური შემტევის დასამატებლად საჭირო რაოდენობის თანხა შეეგროვებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალაბა წასვლას არ აპირებს.