ვან დეიკი: "ეს ყველაზე ამაღელვებელი იქნება"

23-07-2019, 16:53

"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუ ჩაწერა.

"თუ "ოქროს ბურთს" მივიღებ, ეს დაუჯერებელი იქნება, ამით ძალიან ვიამაყებ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ მაქვს. ვიცი, რომ თამაში უკეთ შემიძლია".

"ვიცი, რომ კონცენტრაციის დაკარგვა და პატარა შეცდომის დაშვებაც კი, შესაძლოა, ძვირად დამიჯდეს, ამიტომ ვცდილობ, რომ ისინი მაქსიმალურად შევამცირო. "ლივერპულში" გადმოსვლის დღიდან ვპროგრესირებ. კმაყოფილი ვარ, რომ უმაღლეს დონეზე ამდენი მატჩის ჩატარება შევძელი. იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები", - ვან დეიკის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით