სილესენი: "ბარსელონაში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას აქ თამაში მირჩევნია"

20-10-2019, 10:17

"ვალენსიას" გოლკიპერმა იასპერ სილესენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ მიიღო კატალონიის "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება.

"ჩემი მიზანი მოედანზე გასვლა და ბოლომდე თამაშია. "ვალენსია" უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია. ჩვენ დიდებული გუნდი გყავს, ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის".

"როდესაც "ბარსელონაში" მივედი, ტერ შტეგენი ასეთ მაღალ დონეზე არ თამაშობდა. თუმცა სამი წლის პერიოდში ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ორივენი უფრო ძლიერები გავხდით, თუმცა დრო იყო, წავსულიყავი. ჩემთვის ამ მომენტში მთავარი სათამაშო პრაქტიკაა".

"ბარსელონაში" ყოფნისას არც კლუბთან და არც ფეხბურთელებთან პრობლემები არ შემქმნია. უბრალოდ, იქ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას "ვალენსიაში" თამაში მირჩევნია", – აცხადებს ჰოლანდიელი მეკარე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით