აზარი: "რეალში ტიტულის გარდა ყველა შედეგი არადამაკმაყოფილებელია"

23-07-2019, 23:48

მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისი მიზნები მომავალ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მოგება იქნება.

"როდესაც ამ კლუბის მაისურით გამოდიხარ, შენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს. მოგება, მოგება, მოგება!"

"თუ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვერ გამოხვალ, ფანები აუცილებლად გაგაკრიტიკებენ. აქ სწორედ ამიტომ ვარ, რადგანაც შენგან მუდამ საუკეთესოს მოელიან."

"მსურს რომ ბევრი ვითამაშო, გავიტანო გოლები და რაც მთავარია, სეზონის ბოლოს ტიტულები ავწიო." - აცხადებს აზარი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით