ბრენდან როჯერსი: "ჩვენ ჰარი მაგუაიერის შენარჩუნებისთვის ვიბრძოლებთ"

24-07-2019, 03:23

ინგლისური "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი, ირლანდიელი სპეციალისტი, ბრენდან როჯერსი, გუნდის ცენტრალურ მცველზე, ჰარი მაგუაიერზე საუბრობს:

"დიახ, საკმაოდ დიდი გრანდების წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა ჰარის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ დანებებას და მოთამაშეზე უარის თქმას ვაპირებთ."

"თავს მშვიდად ვგრძნობთ, რადგანაც ყველაფერს არაჩვეულებრივად ვაკონტროლებთ, მოვლენების განვითარება ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით