მაურისიო სარი კრიშტიანუ რონალდუს თავისუფალ როლს სთავაზობს !

24-07-2019, 03:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, მომდევნო სეზონის ტაქტიკებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტის მიზანი, პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ვალდებულებების შემცირება და საქმის გამარტივებაა.

ცნობების მიხედვით, სარიმ ამ მოტივით, 34 წლის თავდამსხმელს, მოედანზე თავისუფალი როლი და ამასთან ერთად, დაცვითი პასუხისმგებლობის მოცილება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავკაცი სერია ა-ს ჩემპიონთა რიგებს, ლონდონის "ჩელსიდან", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით