ფაბიან დელფი: "ჩემი მიზანი "ევერტონის" უტიტულო პერიოდის დასრულებაა"

24-07-2019, 03:31

მერსესაიდული "ევერტონის" ახალწვეული, ინგლისელი ნახევარმცველი, ფაბიან დელფი, მის გუნდზე საუბრობს:

"ძალიან გამიმართლა იმაში, რომ აქამდე, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე კლუბში მიწევდა ასპარეზობა, რამაც გარკვეული გავლენა რა თქმა უნდა ჩემზეც იქონია."

"სამყოფელის შეცვლის მიუხედავად, ხასიათის გამოცვლას არ ვგეგმავ, მთავარი მიზანი ახლა წარმატების მიღწევა და "ევერტონის" 24 წლიანი უტიტულო პერიოდის დასრულებაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 29 წლის ფეხბურთელი მერსესაიდულ გუნდში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ სიტიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით