პეპ გვარდიოლა: "ჩინეთში მხოლოდ ფულის გამო ჩასვლა ? ეს ცნობა რეალობისგან საკმაოდ შორსაა"

24-07-2019, 12:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ჩინეთში 2 დღით დაგვიანებით ჩასვლის ინციდენტზე საუბრობს:

"მედია ამბობს რომ აზიაში მხოლოდ ფულის გამო ჩამოვედით ? ეს ცნობა რეალობისგან საკმაოდ შორსაა, შანხაიში არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ და თითოუელმა ჩვენთაგანმა დიდი სიამოვნება მიიღო."

"კულტურა, ხალხი, სამზარეულო, ამ ყოველივემ "სიტის" ფეხბურთელებში სრული აღფრთოვანება გამოიწვია, ამიტომაც არ მესმის მსგავსი ბრალდება რატომ გავრცელდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, პრემიერ ლიგის აზიის თასის მე-2 შეხვედრაში, ლონდონის "ვესტ ჰემი" დაამარცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით