დელე ალი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი, მომდევნო სეზონში "ტოტენჰემისთვის" მოტივაციის მთავარ ფაქტორად უნდა იქცეს"

24-07-2019, 12:35

ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელი ნახევარმცველი, დელე ალი, 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა ევროპული ტურნირის გასული გათამაშება შესანიშნავად ჩავატარეთ, თუმცა საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მარცხმა, წარსული წარმატების ყოველგვარი შეგრძნება გადაფარა."

"მიუხედავად დასანანი წაგებისა, ვფიქრობ ეს გამოცდილება მომდევნო სეზონში ჩვენთვის მოტივაციის მთავარ ფაქტორად უნდა იქცეს."

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ზემოთ ხსენებულ გუნდს, მერსესაიდულმა "ლივერპულმა" სძლია ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით