ოფიციალურად - შეთანხმება საბოლოოდ მიღწეულია

24-07-2019, 10:57

მადრიდის "რეალმა" და ნორვეგიელმა შემტევმა მარტინ ოდეგაარდმა შეთანხმებას მიაღწეს. ფეხბურთელი "სამეფო კლუბთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მიუხედავად ახალი ხელშეკრულებისა, "რეალმა" სკანდინავიელი მოთამაშე იჯარის წესით "რეალ სოსიედადში" გაუშვა და ოდეგაარდი 2019/2020 წლის სეზონს სწორედ ბასკურ კლუბში გაატარებს.

მარტინ ოდეგაარდი ბოლოს არნემის "ვიტესის" რიგებში ირჯებოდა ასევე იჯარის წესით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით