ასენსიოსთვის სეზონი დასრულებულია

24-07-2019, 12:31

გუშინ ჩემპიონთა თასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალი" ლონდონის "არსენასლ" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" იმარჯვა.

უმძიმესი მატჩი გამოდგმა მადრიდელთა ახალგაზრდა შემტევსთვის, მარკო ასენსიოსთვის.

23 წლის ფეხბურთელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგთან შეჯახების შემდგომ დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, საქმე მყესების გაწყვეტას ეხება.

დიდი ალბათობით, ასენსიოსთვის მომავალი სეზონი უკვე დასრულებულია. მას ტრავმის ბოლომდე მოსარჩენად 9 თვეზე მეტი დასჭირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით