ზიდანი: "პოზიციას არ შევცვლი"

24-07-2019, 15:36

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა  გასულ კვირას "არსელალთან" შეხვედრის შემდეგ გარეთ ბეილის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"ბეილმა კარგი თამაში ჩაატარა და ამის გამო ბედნიერი ვარ. ჩვენ ამ ეტაპზე ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი პოზიცია მისდამი შეიცვალა. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოსაზრება", - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალთან" დაპირისპირებისას უელსელმა გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ფაქტმა ზიდანს გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა და მისი გუნდიდან გაშვება ისევ აქტუალურია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით