ლუკაკუს დასამატებლად "ინტერს" ბევრის გაღება მოუწევს

24-07-2019, 16:43

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ინტერს" რომელო ლუკაკუს  სანაცვლოდ ულტიმატუმი წამოუყენა.

წყაროს ცნობით, იტალიელებს ლუკაკუს დასამატებლად 90 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

გარდა ამისა, "ინტერი" ტრანსფერის ღირებულებაზე 8 აგვისტომდე უნდა დათანხმდეს, თუ ეს ასე არ მოხდება, 26 წლის ფეხბურთელი მილანურ გუნდში არ გადავა. იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ ,,ინტერი'' ფორვარდში 75 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით