ანდრე სილვამ "მონაკოში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

24-07-2019, 17:02

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი ანდრე სილვა კარიერა "მონაკოში" გააგრძელებს.

23 წლის პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა და ფრანგულ კლუბში ოფიციალურად რამდენიმე დღეში ჩაირიცხება. "მონაკოს" მისი დამატება 25 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენეთ, რომ "მილანმა" ანდრე სილვა 2017 წლის ზაფხულში "პორტოდან" დაიმატა.

გასული სეზონი მან იჯარის წესით "სევილიაში" გაატარა და ლა ლიგის 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით