ოფიციალურად: საჩივარი შეტანილია, "ბარსელონას" გრიზმანის დარეგისტრირება გაუჭირდება

24-07-2019, 23:19

მადრიდის "ატლეტიკო" კატალონიის "ბარსელონასგან" დამატებით 80 მილიონ ევროს ითხოვს.

საქმე ეხება ანტუან გრიზმანის ტრანსფერს. მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. თუმცა, მადრიდში მიიჩნევენ, რომ ეს თანხა საკმარისი არაა.

მადრიდელების ცნობით, შეთანხმება პირველ ივლისამდე მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ გრიზმანის გამოსასყიდი ფასი 200 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.

Sky Sports-ის ინფორმაციით, "როხიბლანკომ" სარჩელი უკვე შეიტანა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით