"მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან ერიქსენის სანაცვლოდ 70 მილიონს სთხოვენ !

25-07-2019, 03:04

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედს", ლონდონის "ტოტენჰემმა" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის სანაცვლოდ, 70 მილიონი გირვანქა მოსთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიერის გუნდი 27 წლის მოთამაშის ტრანსფერის დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ კლუბს ფრანგი შუახაზელი, პოლ პოგბა დატოვებს.

ცნობების მიხედვით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ერიქსენმა "იუნაიტედში" თამაშზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით