პეპ გვარდიოლა: "ყველაფერი ახლა ლეროი სანეზეა დამოკიდებული"

25-07-2019, 03:09

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის გერმანელ თავდამსხმელზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"ვფიქრობ კლუბმა მისი ტრანსფერის საკითხზე საკმაოდ დამაჯერებლად იმოქმედა და ყველას აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ამჟამად ლეროის შენარჩუნებაა."

"მეტის გაკეთება ნამდვილად აღარ შეგვიძლია, ახლა ყველაფერი უკვე მხოლოდ სანეს პირად არჩევანზეა დამოკიდებული."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 23 წლის შემტევის გადაბირებით ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნადალი: "ბასილაშვილისგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მოხარული ვარ, რომ ბოლოს ეს მაინც გამოვიდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით