"არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნებას გეგმავს !

25-07-2019, 03:13

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალმა", გაბონელი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, გადაწყვიტა 30 წლის მოთამაშე კიდევ მინიმუმ 1 სეზონით შეიანრჩუნოს.

ცნობების მიხედვით, მომავალ სეზონში "მეთოფეთა" ძირითადი შემადგენლობის შეტევა, კვლავ ობამეიანგითა და ალექსანდრ ლაკაზეტით იქნება დაკომპლექტებული.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით