ოლე გუნარ სოლსკიაერი: "გულშემატკივრები პოლ პოგბას, წასვლის სურვილის მიუხედავად, ზურგს არ შეაქცევენ"

25-07-2019, 12:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის ფრანგ ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"ჩვენმა გულშემატკივრებმა კარგად იციან თუ პოლმა გასული სეზონების განმავლობაში კლუბისთვის რა გააკეთა და როგორ დაიხარჯა, ამიტომაც წასვლის სურვილის მიუხედავად, მათი მხრიდან ზურგის შექცევაზე რამის თქმა ლოგიკური არაა."

"პოგბა "იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფიგურაა, ამიტომაც დიახ, მისი შენარჩუნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით