კლოპი: "ლივერპული" სატრანსფერო ბაზარზე სხვა კლუბებს არ მიბაძავს"

29-07-2019, 14:16

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპიმ  მედიის წარმომადგენლებთან სატრანსფერო ბაზარზე მერსესაიდული კლუბის გეგმების შესახებ კომენატარი გააკეთა.

"შარშან ვთქვი, რომ შეზღუდული თანხით გუნდის გაძლიერება რთულია. დიდი ფულით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია – იყიდი ნებისმიერ თავდამსხმელსა თუ მცველს".

"თუმცა, "ლივერპული" ასეთი კლუბი არ არის, ჩვენ ასე მოქცევას არ ვაპირებთ. ფინანსების მხრივ უზრუნველყოფილნი ვართ, თუმცა ჩვენ ბაზარზე სხვების მსგავსად არ ვიმოქმედებთ", – განაცხადა კლოპიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით