ანჩელოტის ხამესისა და იკარდის ტრანსფერის ეიმედება

25-07-2019, 15:43

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ მისი გუნდი რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს.

"ხამესი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და შეტევების წარმართვა, რაც ძალიან გამოგვადგება."

"რაც შეეხება იკარდის, ის დიდებული ფორვარდია. მე არაერთ ძლიერ თავდამსხმელთან მიმუშავია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაურო მათ გვერდითაა."

"კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს სიახლეები შემოგვთავაზოს. ამ ფეხბურთელების დამატებით მე ნამდვილად მოხარული ვიქნები." - აცხადებს ანჩელოტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით