სანე "სიტის" დატოვებასთან ახლოსაა

25-07-2019, 15:53

პეპ გვარდიოლას ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, მანჩესტერ "სიტის" გერმანელი გარემარბი, ლეროი სანე კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" დანებებას არ გეგმავს და კვლავ განაგრძობს ახალგაზრდა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზადაა სანეს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად მოთამაშეს კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 13 მილიონი ევრო შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ პეპის განცხადებებით "ქალაქელებს" სანეს გაყიდვა არ სურთ. თუმცა, როგორც ჩანს, წასვლა თავად ფეხბურთელს სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით