"არსენალმა" ორი ტრანსფერი განახორციელა

25-07-2019, 22:11

ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა საიტმა დღეს ერთბაშად ორი ტრანსფერი გააოფიციალურა.

პირველი "მეთოფეთა" რიგებს მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, დანი სებალიოსი შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის დედაქალაქში იჯარის წესით ითამაშებს, მომავალი სეზონის დასრულებამდე. გუნდს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, "არსენალმა" "სენტ-ეტიენის" ახალგაზრდა მცველი, ვილიამ სალიბა დაიმატა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

17 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც კვლავ ფრანგულ კლუბში გაატარებს და სწორედ ამის შემდგომ გადაბარგდება ლონდონში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით