სოლსკიაერი: "ბაიი იდეალურად არ გამოიყურება"

25-07-2019, 22:35

დღეს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "მანჩესტერმა" ლონდონის "ტოტენჰემს" სძლია 2:1.

მატჩის მიმდინარეობის დროს "დეზები" საკმაო უხეშობით გამოირჩეოდნენ, რის გამოც ერიკ ბაიიმ სერიოზული დაზიანება მიიღო.

კოტ-დივუარელი მცველის ტრავმაზე კომენტარი "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა გააკეთა.

"ზედაპირული დაკვირვებით მას მუხლზე აქვს დაზიანება. თუმცა, ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი."

"ბაიი იდეალურად არ გამოიყურება. შესაძლოა, მას საკმაოდ დიდი ხნით მოუწიოს უქმობა." - აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით