"რეალმა" მენდის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

25-07-2019, 23:44

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა ფერლან მენდის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

საიტის ცნობით, ფრანგ მარცხენა მცველს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთები აქვს დაზიანებული და მისთვის პრე-სეზონი დასრულებულია.

დიდი ალბათობით, მენდი ლა ლიგის პირველ ტურს გამოტოვებს და ამის შემდგომ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, მარკო ასენსიომ უმძიმესი დაზიანება მიიღო და მისთვის სეზონი დასრულებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით