მესუთ იოზილი და სეად კოლასინაჩი დააყაჩაღეს !

26-07-2019, 03:12

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები, მესუთ იოზილი და სეად კოლასინაჩი დააყაჩაღეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა და ბოსნიელმა ფეხბურთელებმა ქურდებისგან თავის დაღწევა დროულად მოახერხებს და საბედნიეროდ დაზიანებებიც არ მიუღიათ.

ცნობების მიხედვით, მოთამაშეები ტაქსიში იმყოფებოდნენ, როდესაც ბაიკერებმა მანქანის გაჩერება გადაწყვიტეს და "მეთოფეებს" პირადი ნივთები მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ინციდენტში დამნაშავე პირები პოლიციას ჯერაც არ დაუკავებია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით