მაურისიო პოჩეტინო: "მანჩესტერ იუნაიტედს" უხეში თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი"

26-07-2019, 03:16

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ პრე-სეზონის შეხვედრაზე საუბრობს:

"პირველ რიგში მსურს მეტოქის ფეხბურთელებს კლუბის სახელით უხეში თამაშის გამო ბოდიში მოვუხადო, ჩვენი განზრახვა ვინმეს ძალით დაზიანება ან რაიმე მსგავსი არ ყოფილა."

"მსგავსს ტემპერატურაში, როდესაც ფორმის პიკში არ იმყოფები, შერკინებებზე დროულად მისვლას ვერ ახერხებ, რაც გაბრაზებას და რა თქმა უნდა სიტუაციის გაუარესებას იწვევს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით