სესკ ფაბრეგასს მართვის მოწმობა ჩამოართვეს !

26-07-2019, 03:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "მონაკოს" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, მოულოდნელად სკანდალში გაეხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს ლონდონში სიჩქარის გადაჭარბების გამო, ინგლისის პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა.

ცნობების მიხედვით, ფაბრეგასმა იმ ზონაში სადაც გადაადგილება მხოლოდ 65 კმ/სთ სიჩქარით შეიძლებოდა, 105 კმ/სთ-ით გაიარა და ცხადია ვიდეო კამერებს მისი დანაშაულიც არ "გამოპარვიათ".

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტის გამო, შუახაზელს მანქანის მართვა, 6 თვით აეკრძალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით