ფილ ფოდენი: "გამიმართლა რომ "მანჩესტერ სიტიში" ვთამაშობ"

26-07-2019, 03:28

"მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი, მის კარიერაზე საუბრობს:

"ჩვენს გუნდში ერთი წესია, კარგად მოთამაშეს და საუკეთესო ფორმაში მყოფს, განურჩევლად წარსული წარმატებებისა და სტატუსისა, სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემა."

"ამ მხრივ საკმაოდ გამიმართლა, რადგანაც სხვაგან ასეთ გამოცდილებას ვერასდროს მივიღებდი, პეპ გვარდიოლა არაჩვეულებრივი სპეციალისტი, რომელიც შენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი, "ქალაქელთა" რიგებში, ესპანელი შუახაზელის, დავიდ სილვას მთავარ შემცვლელად განიხილება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით