"დორტმუნდის" ბორუსია მალკომ სილვას ტრანსფერს უახლოვდება !

26-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, გერმანული "დორტმუნდის ბორუსია", კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, მალკომ სილვას ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუნდესლიგის გრანდს სურს 22 წლის ფეხბურთელი, 47 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბიროს.

ცნობების მიხედვით, ახლა ყველაფერი თავად შემტევზე და მის სურვილებზეა დამოკიდებული, რომელმაც "ბლაუგრანაში" ასპარეოზობასა და გაზრდილ სათამაშო დროს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით