მირანდამ "ინტერი" დატოვა-მისი ახალი კლუბი უკვე ცნობილია

26-07-2019, 20:31

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის "ინტერის" მცველი ჟოაო მირანდა კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ცზიანსუ სუნინს" მიაშურა.

ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

უცხოური პრესის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელს ჩინურ კლუბში ანაზღაურების სახით წელიწადში ხუთი მილიონი ევრო ექნება.

შეგახსენებთ, ჟოაო მირანდა "ინტერში" 2015 წლიდან თამაშობდა. მან იტალიის სერია ა-ს გასულ გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა.

ცნობისათვის, "ცზიანსუ სუნინი" მადრიდის "რეალიდან" გარეტ ბეილის გადმობირებაზეც მუშაობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით