ოსკარი: "ჩემი მოვდევნო გაჩერება სერია ა იქნება"

26-07-2019, 21:02

ჩინური "შანხაი სიპგ"-ის ნახევარმცველმა ოსკარმა მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"ბოლო კვირების განმავლობაში ორივე მილანურ კლუბთან მქონდა მოლაპარაკება. დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით: იტალიაში თამაში მინდა", – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Football Italia.

ბრაზილიელ ფეხბურთელსა და ჩინურ კლუბს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.

Transfermarkt-ი ოსკარის სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.

27 წლის ფეხბურთელმა "შანხაი სიპგ"-ის მაისურით მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარი მანამდე პრემიერლიგური ლკუბის ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით