თბილისის "დინამოს" ოფიციალური განცხადება

26-07-2019, 21:14

თბილისის "დინამომ" აზერბაიჯანში "გაბალას" დამარცხების შემდეგ სხვადასხვა გავრცელებულ სპეკულაციების შესახებ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე ფეიკ და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა".

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეო რეპორტაჟშიც "თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი. ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას", – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში "დინამოს" დაახლოვებით 10 ფანი არ შეუშვეს და 4 წლის წინ "გაბალას" გულშემატკივრებმა პროვოკაციული ბანერები გამოაქვეყნეს, თუმცა მსგავს შემთხვევებს გასული დღეების განამვლობაში ადგილი არ ჰქონია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით