გატუზო ჩინურ კლუბს ჩაიბარებს

26-07-2019, 22:48

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო შესაძლოა ჩინეთში გადაბარგდეს.

41 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს შანხაი "შენჰუა" აწარმოებს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, გატუზო კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა და იმავე წელს სამწვრთნელო ლიცენზია მოიპოვა. გასულ სეზონში, იგი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით